ხმაური ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში | გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაცვლილი 37 წლის კაცის ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ისინი კლინიკასთან არიან შეკრებილი და ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანის უფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, სურთ დააზუსტონ, რომ გარდაცვლილ დავით შერვაშიძეს ცოფი არ ჰქონდა, რაც ლუგარის ლაბორატორიამ რამდენიმე ანალიზის შედეგად არ დაადასტურა.

ოჯახის ინფორმაციით, მიუხედავად ლუგარის უარყოფითი პასუხისა, პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში ცოფის დიაგნოზის მიმართულებით უმკურნალეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

ახლობლები გარდაცვალების მიზეზის დაზუსტებას ითხოვენ და ოფიციალურ მიზეზს არ ეთანხმებიან. ოჯახს ცხედარის გადაყვანის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ, კლინიკაში სამართალდამცველები იმყოფებიან.

საავადმყოფოში მედიასთან ამ დროისთვის კომენტარი არ კეთდება. ისინი ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი