სროლა ქუთაისის ცენტრში. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა.
სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გელა თოფურია საკუთარი სახლიდან გადიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დაზიანდა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. კონფლიქტი მალევე ამოიწურა, თუმცა მეორე დღეს, მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც კამათი და გასროლა მოყვა.
მომხდარზე გამოძიება ჯერჯერობით დაწყებულა. როგორც შსს-მ "მთავარს" განუცხადა, პოლიციაში შესაბამისი შეტყობინება არ შესულა.