დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულს, გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შესაბამის გადაწყვეტილებას სასამართლო მომდევნო პროცესზე დაამტკიცებს.
თუმცა, უცნობი რჩება, რას ითვალისწინებს ეს საპროცესო შეთანხმება, რომელიც პროკურატურასა და ადვოკატებს შორის შედგა. საპროცესო გარიგება კი მას შემდეგ დაიდო, რაც გიორგი ჯანაშიამ მიხეილ კალანდიასა და გიორგი მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
გიორგი ჯანაშიას 11 წელი და 3 თვე აქვს მისჯილი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის გამო.
მომდევნო პროცესზე დეტალები გახდება ცნობილი და საპროცესო შეთანხმების შესახებაც გაირკვევა მეტი ინფორმაცია.
მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე მიაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება“ - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება ზაზა სარალიძის პოზიციას, მისთვის არა წლების ოდენობა, არამედ სიმართლის დადგენაა მნიშვნელოვანი.
მე წლებს არასდროს არ ვითვლი, მთავარია ჩემთვის სიმართლე ითქვას“ - ამბობს ზაზა სარალიძე.
მიხეილ კალანდიას ადვოკატი ამბობს, რომ დღევანდელი განცხადება სარალიძესა და პროკურატურას შორის შეთანხმდება შედგა.
შედგა გარიგება ზაზა სარალიძესთან, რომ სანაცვლოდ, თუ ის არ ამოიღებდა ხმას და არ ჩაატარებდა აქციებს გენერალურ პროკურორად შოთაძის დანიშვნის შემთხვევაში, არ ჩაატარებდა აქციებს,ა რ შეუერთდებოდა ზაზ სარალიძე მაჩალიკაშვილს, სანაცვლოდ მიიღებდა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებას საპროტესტო შეთანხმების სახით ჯანაშიასთან“ - ამბობს ადვოკატი.
მეორე მსჯავრდებულის, გუგა ბარბაქაძის ადვოკატს კი საპროცესო შეთანხმების მიღწევის იმედი არ აქვს. გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია მსჯავრდებული. ადვოკატმა გააკეთა მინიშნებები, რომ ბარბაქაძე არ აღიარებს დანაშაულს, რის გამოც სასჯელის სრულად მოხდა მოუწევს.