"ციხიდან მე აქეთ არ მიშვებდნენ, ნიკოლოზ ყიფშიძეს შიგნით... შეიძლება შემაფერხეს, რომ ის არ შეეშვათ" - ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ის ციხის ადმინისტრაციამ, შიგნით დიდხანს დააყოვნა. როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, სავარაუდოდ, ის იმიტომ დააყოვნეს, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე შიგნით არ შეეშვათ.

თინა ბოკუჩავა ასევე ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციამ მას არც კორესპონდენციის გამოტანის საშუალება მისცა.

"მე ციხიდან აქეთ არ მიშვებდნენ, ნიკოლოზ ყიფშიძეს შიგნით არ უშვებენ, არ ვიცი რითი ხელმძღვანელობს ამ ციხის ადმინისტრაცია. შეიძლება, ჩემი შეფერხებაც იმით იყო განპირობებული, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე არ შეეშვათ და ეთქვათ, რომ თინა ბოკუჩავა იმყოფებოდა ვიზიტზე, მაგრამ ეს ასე არ არის... ჩემი შეხვედრა დასრულდა საკმაოდ მალე, იმიტომ რომ კონკრეტული საკითხი უნდა განგვეხილა და შემდეგ ციხის ადმინისტრაცია არ მაძლევდა შენობიდან გამოსვლის შესაძლებლობას, მათ შორის ერთ-ერთ მიზეზად მოიყვანეს ის, რომ არ მქონდა, კორესპონდენციის გამოტანის საშუალება და მე რამდენიმე დღის წინაც ხატია დეკანოიძესთან ერთად ვიმყოფებოდი და მაშინ ჩვეულებრივ გამოვიტანეთ კორესპონდენცია და არცერთ ჩემ სხვა კოლეგას არ შექმნია პრობლემა ამასთან დაკავშირებით",-თქვა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი