"გენადი ბესტაევი, ჩვენი მოქალაქე, რომელიც უკვე 2 წელიწადია იმყოფება ცხინვალის ციხეში, ინსულტის გამო კლინიკაში გადაიყვანეს, ის კომაშია", - წერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.
ის ხელისუფლებას მიმართავს, სასწრაფოდ გადმოიყვანონ ბესტაევი საქართველოში.
"ამ წუთას ვესაუბრე ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს.
გენადი ბესტაევი, ჩვენი მოქალაქე, რომელიც უკვე 2 წელიწადია იმყოფება ცხინვალის ციხეში, ინსულტის შედეგად გადაიყვანეს ცხინვალის კლინიკაში.
მისი მდგომარეობა მძიმეა, ის კომაშია.
საქართველოს ე.წ. მთავრობას მივმართავ - ეხლა მაინც რამე მოიმოქმედეთ და სასრაფოდ გადმოიყვანეთ ეს ადამიანი და გადაარჩინეთ!
არ გადმოიყვანთ? ავტობანზე გაგიმართავთ აქციას!!!!! იქედან პარლამენტთან. მოვალ და გავრილოვის ღამე მონაგონი იქნება!!!
სასწრაფოდ იმოქმედეთ, მაგრად მინდა შევიგინო თქვენზე, მაგრამ ამის უფლებას მაინც არ მივცემ საკუთარ თავს!!!!
სასწრაფოდ!!!!", - წერს დავით ქაცარავა facebook-ზე.
გენადი ბესტაევთან დაკავშირებით განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და წერს, რომ უწყება მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობოს მდგომარეობაზე.
"მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გენადი ბესტაევის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ცხელი ხაზის მეშვეობით, მუდმივ რეჟიმში, ვიღებთ ინფორმაციას მისი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი გადმოყვანის პროცესში ჩართულია ჟენევის თანათავმჯდომარეები და სახელმწიფო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოხდეს მისი სწრაფი გადმოყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კოტროლირებად ტერიტორიაზე",-ნათქვამია განცხადებაში.