მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გამოდის ინიციატივით, მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად, ერეკლე მეორისა და წარმოშობით აზერბაიჯანელი ხუდია ბორჩალოელის ძეგლი დაიდგას. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვრცელდება ცნობები, თითქოს ის ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას ეწევა, რაც სიცრუე და ტყუილია.
ივმართავ ჩვენს მოსახლეობას - ქართველებს, ჩვენს აზერბაჯანელ დებსა და ძმებს რომ ნარიმან ნარიმანოვის პირსისხლიანი წითელი კომისრის ძეგლის ნაცვლად, ჩვენს ქალაქში, ჩვენს ეპარქიაში, მარნეულში, დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის ხუდიასა და ერეკლე მეორის ძეგლი, რომელიც იქნება სიმბოლო ქართულ აზერბაჯანული მეგობრობისა, - ამბობს მეუფე გიორგი.