თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად 207 000 ლარის ღირებულების 3 ტენდერი გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად 207 000 ლარის ღირებულების სამი ტენდერი გამოცხადდა. 

როგორც მან აღნიშნა, ორი ტენდერი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი - საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ემსახურება.

რაც შეეხება მთავარ ნაძვის ხეს, კალაძის თქმით, მისი შეცვლის ან განახლების მიზნით ტენდერი არ გამოცხადებულა. 

ამასთან, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ ბიზნესსექტორს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ შეეძლებათ, დედაქალაქში სხვადასხვა ადგილი საახალწლოდ მორთონ.

"მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს. მათგან ბევრი წერილი შემოვიდა, რაც კონკრეტული ადგილების გალამაზებას ეხება. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ და ერთად მოვრთოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. აღნიშნულ ტენდენციას ამ ახალ წელსაც განვაგრძობთ. ადგილობრივ მცხოვრებლებსაც და ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას. მოგვიანებით გაგაცნობთ დამატებით ინფორმაციას, თუ სად მოეწყობა საახალწლო სოფელი", - თქვა კახა კალაძემ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი