"ვინ იცის თავში სცემეს და სისხლი ჩაექცა. აღარ მინდა მეორე ძმასაც ჩემი ხელით მიწა მივაყარო" - გენადი ბესტაევის და

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის მიერ "შეწყალებული" და თბილისის კლინიკაში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გენადი ბესტაევის ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები პასუხისმგებლობას როგორც საოკუპაციო რეჟიმს, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებენ. 

და, ნაირა ბესტაევი ამბობს, რომ შესაძლოა მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ცხინვალის ციხეში პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდებოდეს. 

"მძიმედ არის, ძალიან მძიმედ არის, [რატომ არ გადმოიყვანეს აქამდე] არ უნდოდათ და იმიტომ, მკვლელები არიან და იმიტომ. ვინ იცის თავში სცემეს და სისხლი ჩაექცა, უპატრონო რომ იყო იმიტომ ვერაფერი ვერ გააკეთეს სანამ არ დამძიმდა. აღარ მინდა მეორე ძმასაც ჩემი ხელით მიწა მივაყარო. რამდენჯერ გავაჟღერე, რამდენჯერ ვთქვი, მაგრამ არაფერი შეიცვალა", - ამბობს ბესტაევის და.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ გენადი ბესტაევის ინსულტი საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია, რადგან ცხინვალის ციხეში ის მკურნალობას ვერ და არ გადიოდა, მისი გადმოყვანა კი თავიდანვე იყო საჭირო.

შეგახსენებთ, რომ გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს და მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა, მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ის "შეიწყალა"

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი