ქუთაისში, მდინარე რიონში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარიდან ასაკოვანი მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია როგორ აღმოჩნდა მამაკაცი მდინარის ნაპირზე.
ერთ-ერთი ვერსიით ის გადავარდა. ამ დროისთვის თეთრ ხიდთან მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.