რისკები ამ დასკვნის მიხედვით არის სიცოცხლისათვის საშიში - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა დასკვნის შეფასებისას.
მედიკოსები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭროება დადგეს დღის წესრიგში, რადგან საქართველოში შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის სათანადო გამოცდილება არც ერთ კლინიკას არ აქვს:
"სამწუხაროდ იუსტიციის მინისტრი და ახლა უკვე როგორც აღმოჩნდა პრეზიდენტიც, ან კარგად ვერ ერკვევა ადამიანის უფლებების სტანდარტებში, ან ჯიუტად აცხადებს, რომ უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, არღვევს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას. იმედი მაქვს ადამიანის უფლებათა სასამართლო კატეგორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს გადაყვანასთან დაკავშირებით - ამბობს "ემპათიას" ხელმძღვანელი.
ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკულამდე არ მივიდოდა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ, მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება რომ აღმოეჩინათ:
"ის ენცელოპათია, რომელიც არის მითითებული, რომ უკვე არსებობს, მე ეს ვიცოდი, რომ იქნებოდა ადრეც, მაგრამ, ამაზე ხმამაღლა განცხადების გაკეთებას მოვერიდე. დღეს, უკვე როცა ფაქტი სახეზეა და როცა მაღალი ალბათობით, ტვინის ძალიან ბევრი უჯრედი უკვე დახოცილია, მისი უკან დაბრუნება და იმ მოცულობით აზროვნების შენარჩუნება, რომელიც ახასიათებდა ბატონ პრეზიდენტს შიმშილობის დაწყებადმე, სავარაუდოდ იქნება ძალიან შეზღუდული" ამბობს ენდოკრინოლოგი, ლალი ჯავაშვილი.
"ამ რეაბილიტაციიდან გამოყვანა, რომელიც ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე შიმშილობის დაწყება, შეიძლება სავალდებულოდ დადგეს საზღვარგარეთ მისი მკურნალობის საკითხი. საქართველოში მართალია ძალიან გამოცდილი ექიმები გვყავს, მაგრამ ქართული გაიდლაინი შიმშილობაზე არ არსებობს, მით უმეტეს 49-ე დღეზე"- ამბობს ჰემატოლოგი მარიამ აბაშიძე
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.
სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე | სრული ვერსია