სტიქია შიდა ქართლში - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს სეტყვამ გადაუარა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო სოფელ ქვემო ნიქოზში, სადაც სეტყვა თითქმის 20 წუთი გაგრძელდა.
ადგილობრივების განცხადებით, განადგურებულია ხეხილი, ვაზი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.