აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები აუცილებელი თერაპიის გარეშე დარჩნენ

გამოქვეყნდა:

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები აუცილებელი თერაპიის გარეშე დარჩნენ. სარეაბილიტაციო კურსები ამ დრომდე არ გახსნილა. სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდები მერიის გადაწყვეტილებით, ონლაინ სწავლებაზე იძულებით გადაიყვანეს.

რეაბილიტაციის ცენტრებმა მშობლებს ულტიმატუმი წაუყენეს და მოითხოვეს გაცდენილი თერაპიები ონლაინ აღედგინათ, უარის შემთხვევაში კი, დიდი ხნის განაცდური უბრალოდ წყალში ჩაიყრებოდა. 

მშობლების ნაწილი არ დათანხმდა, რადგან ბავშვებს კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა არ შეუძლიათ და მათთვის ახალი სამყარო კიდევ უფრო დიდი სტრესი იყო. მშობლები ამბობენ, რომ მზად არ იყვნენ ონლაინ თერაპიების ჩატარებისთვის.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, დისტანციური კურსების ჩატარება მხოლოდ უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში არის რეკომენდებული, თუმცა თბილისში მცხოვრები ოჯახები სარეაბილიტაციო კურსებში ყოველგვარი ტრენინგის გარეშე ჩაერთნენ, რაც მათთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.

თბილისის მერიას მშობლებმა კორონავირუსის გავრცელებისთანავე თხოვნით მიმართეს, ცენტრის თანამშრომლებს ხელფასი რომ აეღოთ, საჭირო თანხა ჩვეულ რიტმში გადაერიცხათ, სანაცვლოდ კი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ კი გაცდენილი საათები უნდა აენაზღაურებინათ. თბილისის მერმა ორი თვის წინ აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელი იყო და ოჯახებს დაპირდა, რომ თერაპიები აუცილებლად აღდგებოდა.

მთავრობის რეკომენდაციების თანახმად, სპეციალური ცენტრები პირველ ივლისამდე ვერ დაიწყებენ ფუნქციონირებას. რა უნდა ქნან იმ ბავშვებმა, რომლებისთვისაც გაუსაძლისი გახდა ონლაინ თერაპიებზე  დასწრება ან საერთოდ არ ჩაერთვნენ კურსებში, პასუხისმგებლობას მერიაც და დღის ცენტრებიც გაურბიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი