
ჯანდაცვის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა. ტიკარაძის უწყებაში ამ წუთებში კონსილიუმის წევრი ექიმებისა და სამინისტროს ხელმძღვანელების შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მას მინისტრიც ესწრება.
"ისიც არ ვიცი მინისტრს ვხვდები თუ არა. აქედან დამირეკეს ამ დაწესებულებიდან და მითხრეს, რმ ცხრაზე ვიყო.. მე ჯერჯერობით არავითარი ეჭვი არ მიჩნდება, საეჭვოც არაფერია, რომ ადამიანს კლავენ, ეს ვიცი ზუსტად" ამბობს გიული ალასანია ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ დღეს საღამოს, შიმშილობის 49-ე დღეს, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ის გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაშია გადაყვანილი.