
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში 17 დღე შიმშილობდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რეაბილიტაციისთვის ნიუჰოსპიტალში გადაჰყავს.
ელენე ხოშტარიამ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, შიმშილობის შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.
თავად მიხეილ სააკაშვილის პასუხი და გადაწყვეტილება შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია.