"არც ფული გამოგვირთმევია, არც არაფერს არ მივცემთ, დავუწვებით ტრაქტორს" - მწვავე დაპირისპირება ზეღდულეთში

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირებაა გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში. ადგილობრივი მოსახლეობა იმ ინვესტორს უპირისპირდება, რომელმაც სოფლის მიმდებარედ 80 ჰექტარი საძოვრები შეიძინა. მიწებს მოსახლეობა წლების განმავლობაში იყენებდა, ახლა კი მათი დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ.

"არ მოხნა" - ამ შეძახილებით სოფლის მცხოვრებლები ტრაქტორის შეჩერებასა და ხნულებში ჩაწოლას ცდილობდნენ. 

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

"მთავრობამ მიხედოს, გადაუხადოს ფული, გამოუყოს სხვა ტერიტორია, მოგვაცილონ აქედანა. ჩვენი არ გაგვიყიდია, არც ფული გამოგვირთმევია, არც არაფერს არ მივცემთ, დავუწვებით ტრაქტორს",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვითარება ცოტა ხნის წინ დასტაბილურდა, მას შემდეგ, რაც ტრანსპორტმა მიწის დამუშავება შეწყვიტა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდათ  პრობლემის მოგვარებას, თუმცა გამარჯვების შემდეგ ამ საკითხით აღარ დაინტერესებულა.

ადგილობრივების პროტესტს სოლიდარობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გამოუცხადეს. ამის შემდეგ ადგილზე "ოცნების" ჩინოვნიკებიც გამოჩნდნენ და ტრადიციულად, პრობლემა წინა ხელისუფლებას, კერძოდ მიხეილ სააკაშვილს გადააბრალეს.

განსაკუთრებული აგრესიით სოფლის რწმუნებული გამოირჩეოდა. 

ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ იბრძოლებენ ბოლომდე, სანამ სოფლის სახნავ-სათესი და საძოვრები არ დაუბრუნდებათ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი