
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილთან ამ დროისათვის სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმები შედიან.
არსებული ინფორმაციით, მათ ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლი უნდა შეიმუშავონ, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტის რეაბილიტაციის პროცესი უნდა წარიმართოს. იქ მისვლას გეგმავს ნიკოლოზ ყიფშიძე, პირადი ექიმი.
ცნობილი ხდება, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროცესს მონიტორინგს ცენტრ "ემპათიას" და ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმებიც გაუწევენ.
შეგახსენებთ, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გორში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.