ბადრაგი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო პროცედურებზე - ჩალაძე დარღვევებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა. 

გუშინდელი მონაცემებით, პირადი ექიმის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მისი გამოჯანმრთელება პატიმრობის პირობებში შეუძლებელია. ამ პოზიციას იზიარებს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი, გიორგი ჩალაძე. 

ჩალაძე ამბობს, რომ  მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო პროცედურებს ბადრაგის თანამშრომელი ესწრებოდა, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა:

"ინციდენტი ბადრაგთან იყო 2 შემთხვევაში : როდესაც მას შეუზღუდეს ფანჯრის გახსნა, რისი უფლებაც მას აქვს და ბადრაგის თანამშრომელი ესწრებოდა სამედიცინო პროცედურებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა. 

როდესაც დასჭირდება გადაუდებელი კვლევის ჩატარება, ამას სჭირდება სპეციალისტების ჩამოყვანა. მობილობა, რომელიც მის ჯანმრთელობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს ნიშნავს სასჯელის გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან სხვა ფორმის მოგონებას. თუ ჩვენი მიზანია, მიშა სააკაშვილის სიკვდილით დასჯა, მაშინ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ის პროცესი, სადაც ვართ",- ამბობს გიორგი ჩალაძე. 

შეგახსენებთ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმ პროტოკოლით მკურნალობენ, რომელიც სახელმწიფო კონსილიუმმა შეადგინა. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი