აქცია რაჭაში - შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების სამუშაოებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

მასშტაბური აქცია რაჭაში - ადგილობრივები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების მიზნით, 1 500 ჰექტარი ტერიტორია უნდა გადაითხაროს.

რაჭველები ამბობენ, რომ მანგანუმის მოპოვების დაწყების შემდეგ, ისტორიული სოფელი ნასახლარებად გადაიქცევა, შეიცვლება კლიმატი და დაბინძურდება ჰაერი.

ონელები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტილებას არ გააუქმებს. რაჭველებმა დღეიდან მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი