საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა. მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს დედა, გიული ალასანია და ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ჩალაძე. მიზეზად კი სამუშაო საათების დასრულება დასახელდა.
გორის ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს არავის გაუვრცელებია, ამიტომ ახლა ყველა ნიკოლოზ ყიფშიძის საავადმყოფოდან გამოსვლას ელოდება.
ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებიან კონსილიუმის წევრი ექიმები, თუმცა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ დაუდასტურებია.
ცნობისთვის, მკაცრად კონტროლდება გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორია. შიდა სივრცეში მობილიზებული არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები, გარე პერიმეტრზე კი შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან.