ნამაზი მოხეს ჯამეში, ზუსტად პირველ საათზე დაიწყო. აჰმედის გალობის თანხლებით, ტრადიციული რიტუალური ლოცვის შესრულების შესაძლებლობა, აქაურ მუსლიმებს, უკვე მეორე წელია, რაც, მთავრიბის მიერ ახლადაგებულ მეჩეთში აქვთ.
ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული, ისტორიული სალოცავი კი რომელიც ამ შვიდიოდე წლის წინ, განხეთქილების ვაშლად იყო ქცეული და რომელიც ახალი მეჩეთიდან ზუსტად სამოცდაათ მეტრში დგას, კაცისგანაც და ღვთისგანაც მიტოვებულია და ნადგურდება.
იხილეთ სიუჟეტი: