ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" "გოლიათი" ბავშვი დაიბადა. ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს და წერს, რომ პატარა მოსე ორსულობის 36-ე კვირას, 5 კილოგრამი და 100 გრამი გაჩნდა. მათივე ცნობით, ჩვილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.
მინდა ხმამაღლა განვაცხადო: მეან-გინეკოლოგი ირინა უგლოვა ჩემი გმირია, უღრმესი მადლობა მას.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ახალშობილთა განყოფილების გამგეს, ფატი კალატოზიშვილს. მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ყველა თანმშრომელს, ინტენსიურის განყოფილებას, მელოგინეებს, ფიზიოლოგიის გოგონებს. ყველას უღრმესი მადლობა, - ამბობს დედა.