"თუ ეს ფაქტები დადასტურდება, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რა მეთოდებით მოქმედებს ივანიშვილის რეჟიმი" | პოლიტიკოსები გერმანიის ელჩის შესახებ Bild-ის ​სტატიაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გამოცემა Bild-ის კრიტიკულ სტატიას პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია, სტატიაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გაეცეს.

"ძალიან საყურადღებო ფაქტი გამოიკვლია bild-მა. იმ გარემოში, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს, როდესაც ყველა ინსტიტუტი არის მმართველი პარტიის კონტროლქვეშ და ეს პარტია კი არის ბატონი ივანიშვილის კონტროლის ქვეშ, ასეთ სიტუაციაში, ელჩი, რომლის შესახებაც საზოგადოებაში არის შეგრძნება, რომ ის უფრო ლოიალურია მმართველი გუნდის მიმართ, ის ფაქტი, რომ ასეთი ელჩის ოჯახის წევრი არის დასაქმებული ანაზღაურებად სამუშაოზე კომპანიაში, რომელიც დაკავშირებული ივანიშვილთან და სახელმწიფოსთან, ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით", - თქვა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, თუ დადასტურდა ის ფაქტები, რაზეც სტატიაშია საუბარი, ეს კიდევ ერთხელ გამოაჩენს, რა მეთოდებით მოქმედებს ხელისუფლება მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. 

"თუკი დადასტურდა ის ფაქტები, რაც არის მოყვანილი ამ საინტერესო სტატიაში, მაშინ კიდევ ერთხელ დადასტურდება, თუ რა მეთოდებით მოქმედებს ივანიშვილის რეჟიმი მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.

“ცუდი ეჭვები ელჩის მიმართ”- გერმანული გამოცემა Bild-ის სტატია საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით, გუშინ გამოქვეყნდა. სტატიაში სადაც საუბარია, გერმანიის ელის აშკარა კეთილგანწყობაზე "ქართული ოცნების" მიმართ და ამის მიზეზად, ელჩის მეუღლის ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმება სახელდება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებგვერზე განთავსებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის ელჩის მეუღლე ევა - მარია ქნირში ამ უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორია და კომპიუტერულ მეცნიერებებზე ლექციებს კითხულობს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს უნივერსიტეტი საჯარო დაწესებულებაა, თუმცა ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს ჩადებული.

ამავე თემაზე:

გერმანიის ელჩი საქართველოში და ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმებული მისი მეუღლე | Bild-ის სტატია “ცუდი ეჭვები ელჩის მიმართ”

"ინტერესთა კონფლიქტია... შეწყვიტოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც სამთავრობო კონტრაქტებით მიღებულ შემოსავალს გულისხმობს" | კრამონი გერმანიის ელჩის მეუღლეზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი