"ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე ნორმაში მოდის", - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ექიმმა ელენე გიორგაძემ ისაუბრა.
დინამიკა ისევ გვაქვს დადებითი. ძალიან კარგი ამბავია, რომ საერთო ცილა არის უკვე 61 და ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ საერთო ცილა ნორმის ფარგლებშია. ალბუმინი არის 35, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში. რა თქმა უნდა, ყოველდღე ჩვენს გარდა იქ უტარდება იმის მიხედვით რაც გვჭირდება, დამატებით ვიძახებთ ექიმებს. დღეს გასინჯული იყო ოფთალმოლოგის, თვალის ექიმის მიერ. მკურნალობა არ ესაჭიროება, - ამბობს ელენე გიორგაძე.