"ეს იქნება კატასტროფა" - ექიმი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესაძლო შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

ეს იქნება კატასტროფა. მაშინ, თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, რომ იმ შემთხვევაში თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, უარს იტყვის მკურნალობის კურსზე.

ნიკოლოზ ყიფშიძემ მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ მოინახულა და ამბობს, რომ მისი სრული იზოლაცია არ შეიძლება და აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება მიეცეს:

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ  მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. ეს იქნება კატასტროფა. მაშინ, თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი.

ასევე გეტყვით, რომ მისი სრული იზოლაციაც ძაან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის. ესე არ შეიძლება რაღაც ბალანსი უნდა გავაკეთოთ. 

მას ეხლა ნახულობენ ექიმები, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც უნდა ლაპარაკი, პრაქტიკულად ვერ ხედავს. 

მე არ ვიქნები წინააღმდეგი , რომ ვთქვათ, ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა დღეში, ნახოს. ადვოკატი ადვოკატია, პირადი ექიმი ექიმია, ოჯახის წევრიც ოჯახის წევრია...ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან" ამბობს ყიფშიძე.

რაც შეეხება რეფიდინგის პროცესს, მისი თქმით, კარგად მიდის, თუმცა რჩება სხვა პრობლემები. 

ნეირო ფსიქოლოგების კონსულტაცია აუცილებელია ჩემი აზრით, მაგრამ ცენტრ ემპათიას ექიმები ვერაფრით ვერ მოხვდნენ იქ. იმედია რომ ხვალ იქნებ შეძლონ შესვლა - ამბობს ყიფშიძე.

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე - განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ დღეს გაავრცელა.
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი