მინდია ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე ცხრა პირი დააკავეს. სამართალდამცელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რასაც დაკავება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.
აქციის მონაწილეები ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული ლავასოღლის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციას ითხოვენ. ლავასოღლის ახლობლებმა ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირებაც სცადეს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოს ბლოკირება დააანონსეს.
მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად ბათუმში, პროკურატურის შენობასთან 15 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის ხუთს პირი აქვს ამოკერილი.