ხურვალეთში, დათა პაპას სახლის მიმდებარედ ოკუპანტები მავთულხლართებს აბამენ 

გამოქვეყნდა:

სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების გაბმა განაახლეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, სამუშაოები დათა პაპას სახლის მიმდებარედ მიმდინარეობს.

ადგილობრივების თქმით, ოკუპანტები ძირითადად ღამით მუშაობდნენ.

"ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ახალი კერა შეღობვის, ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორია, დათა პაპას სახლის მახლობლად, რომლის შესახებაც ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვაწოდა. თურმე ოკუპანტები ბოლო რამდენიმე ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ", - ამბობს ქაცარავა. 

მისი თქმით, ადგილზე ახალი ღობეებია დამონტაჟებული, ხელისუფლება კი მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ არანაირ ნაბიჯს არ დგამს და პროცესების გარშემო ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი