"პოსტ შიმშილის პერიოდი 99% გვაქვს გავლილი, გავიარეთ მშვიდად ყველანაირი ექსცესების გარეშე" - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ, სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ელენე გიორგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შეფასებისას ისაუბრა.
გიორგაძის თქმით, მესამე პრეზიდენტს სთხოვა, რომ სამ ვიზიტორზე მეტი დღეში არ მიიღოს - "რომელი ვიზიტორი იქნება და ვინ შევა მასთან, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტი არ არის".
პოსტ- შიმშილის პერიოდი 99% გვაქვს გავლილი, გავიარეთ მშვიდად, ყველანაირი ექსეცესების გარეშე. ამიტომაც მიდიოდა შემოწმება ყოველ დღე ყველაფრის და ამდენი სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ერთად ვმუშაობდით...ყველას ვთხოვე მის იურისტებსაც, მეგობრებსაც ოჯახის წევრებსაც ორი კვირა მაცადეთ, რომ ეს ადამიანი დავაყენო ფეხზე [...] - ამბობს ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე.
მისი ინფორმაციით, მნახველების შესვლის პრობლემა მოგვარებულია და აკაკი მინაშვილი დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას შეძლებს.