„მე ჩავუდე იარაღი“ - თბილისის ქუჩებში იმ პოლიციელების ფოტოებს აკრავენ, რომლებმაც გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს

გამოქვეყნდა:

„მე ჩავუდე იარაღი“ - ამ შინაარსის პლაკატები სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის ქუჩებში გამოაკრეს. ფოტოებზე იმ პოლიციელების სახეებია დატანილი, რომლებმაც „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს.

სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ უკანონო დავალებების შემსრულებელი პოლიციელების ლუსტრაცია და მათი ვინაობის გასაჯაროება ერთადერთი საშუალებაა, რომ საზოგადოებამ აიძულოს სამართალდამცავები, კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

„საზოგადოებას ამ აქციით ვეუბნებით, რომ პოლიციელმა უნდა სცეს პატივი თავის მუნდირს და მოქალაქეს, მის ხელმძღვანელობას მოწონს  თუ არა ის მოქალაქე, არ უნდა ჩაუდოს იარაღი. მინდა, რომ ეს იყოს ბოლო შემ,თხვევა, როდესაც პოლიციელი მოქალაქეს იმიტომ, რომ მოსწონს თუ არა მისი პოლიტიკური შეხედულება, უდებს იარაღს“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მოქალაქემ.

საპროტესტო აქცია-პერფორმანსი დღეს კოსტავას გამზირიდან დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, გიორგი რურუას დამკავებელ სამართალდამცავთა გამოსახულებიან სტიკერებს მთელ ქალაქში გამოაკრავენ.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი