adjaranet, iMovies, croconet - Facebook-მა და Instagram-მა ქართული ე.წ. მეკობრული საიტების გვერდები წაშალა

გამოქვეყნდა:

ქართული ე.წ. მეკობრული საიტების (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, qartulad.com, srulad.com, geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge) სოციალური მედიის გვერდები Facebook-სა და Instagram-ზე გასაჩივრების უფლების გარეშე წაიშალა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს

ქართულ ორგანიზაციაში "ანტიმეკობრული ცენტრი" ამბობენ, რომ ​მეკობრულ ვებგვერდებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე სოციალური მედიის გვერდები ჰოლივუდის დიდი კინოსტუდიების გაერთიანების MPA (Motion Picture Association) მიმართვის საფუძველზე წაეშალათ.

აღნიშნული გაერთიანება წარმოადგენს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Disney, Paramount, Warner Bros, Universal, SONY და Netflix.

გადაწყვეტილება ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარე მიიღეს, რომლის თანახმადაც, სოციალური ქსელები ვალდებულნი არიან, თავიანთ პლატფორმაზე საავტორო უფლებები დაიცვან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი