ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მიწის მასაში 2 ადამიანია მოყოლილი.
ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილისკენ მიემართება და დეტალებს 18:00 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.