"ტელეფონზე ვურეკავდით, კონტაქტზე არ შემოვიდა" - მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კაცის შვილი

გამოქვეყნდა:

ტყიბულში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კაცის შვილი ამბობს, რომ ადგილზე ნახშირი არ მოიპოვება და იქ, წვიმების შემდეგ, ტერიტორიის წყლისგან გასაწმენდად იყვნენ წასულები, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

მისივე ინფორმაციით, მამამისს მიწის მასის ქვეშ ყოფნა დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მოუწია - "ტელეფონზე ვურეკავდით, კონტაქტზე არ შემოვიდა, ამოვიდა კარიერის პატრონი და დახვდა ასეთი სიტუაცია" - ამბობს ის. 

მამაკაცი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით ნაპოვნი არაა მეორე ადამიანი.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი