სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული 18 წლის ახალგაზრდა ზუსტად 20 დღეში მშობლებს მკვდარი მიუსვენეს სახლში. ახალქალაქის მკვიდრი სარგის საჰაკიანი შეიარაღებულ ძალებში საკუთარი ინიციატივით წავიდა, თუმცა 3 კვირის შემდეგ მძიმე დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ოჯახს მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ მხოლოდ მეორე დღეს აცნობეს. კლინიკიდან გამოწერილი ახალგაზრდა კი ისევ ჯარში წაიყვანეს.
მერე დღეს კი ახალწვეული შეუძლოდ გახდა. სასწრაფომ ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან 2 კილომეტრით მოშორებულ კლინიკაში ის უკვე გარდაცვლილი მიიყვანა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ბაზის ხელმძღვანელობა რაღაცას მალავს.