გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ამ დროისთვის მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფება. ის ელოდება ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ნებართვას, რათა მიხეილ სააკაშვილი საკნად გადაკეთებულ პალატაში მოინახულოს.
ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ სახელმწიფო და ალტერნატიული კომისიებმა უნდა დადოს დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს სასამართლოზე დასწრება შეუძლია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა.
"მე მისი ბოლო მონაცემები ვნახე მხოლოდ 2 დღის წინ. მე მექანიზმს ვერ გეტყვით, როგორ მოხდება ამ სამი კომისიის დასკვნის შეჯერება. მე როგორც ვიცი, სახელმწიფო კომისიამ თქვა, რომ მისი დასწრება შესაძლებელია, ლომჯარიას კომისიამ მგონი, იგივე დასკვნებია. საბოლოო სიტყვა, ალბათ, ეკუთვნის პრეზიდენტს",- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები მედიკოსები გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღესაც ჩავლენ და სავარაუდოდ, დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესზე სამედიცინო დასკვნას მოამზადებენ.