"ემპათიას" ექიმები ჰოსპიტალში შევიდნენ - ნიკოლოზ ყიფშიძეს 2 საათი ალოდინეს
გამოქვეყნდა:
ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. ისინი უკვე მეორე დღეა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან, რის შემდეგაც დასკვნას გამოაქვეყნებენ.
2 საათი მოუწია ლოდინი ნიკოლოზ ყიფშიძეს, ვიდრე ჰოსპიტალში შესვლის ნებართვას მისცემდნენ.