"ქართული ოცნება" განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ უფრო გასაძლიერებლად სუს-ის ყოფილი აგენტს სპეციალურ ხელშეკრულებას უფორმებს.
გასაიდუმლოებული ტენდერით, ბიუჯეტის ფული შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი ძალოვანის კომპანიას მისცა.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანია კავკასუს +, რომლის მფლობელი ყოფილი ძალოვანი, თენგიზ კანდელაკიშვილია, განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტს რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, ფარებითა და ცრემლსადენი გაზით მოამარაგებს.
"მთავარი არხი" კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა, თუმცა მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.