ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველს დედის საფლავის ქვის ფულზე უარი უთხრა - კაცმა დაზიანებები მიიყენა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიასთან კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. სოციალურად დაუცველი მამაკაცის თქმით, დედა გაჭირვების გამო გარდაეცვალა, მერიას დაკრძალვის და მიცვალებულის სასაფლაოს ქვის ფული სთხოვა და უარი უთხრეს.

"ამათ ხალხის ცხოვრება არ აინტერესებთ, საფიცარი დედა გარდამეცვალა და მერიას სარიტუალო მომსახურების თანხა ვთხოვე და არ გვაქვსო, რესტორანში ქეიფის ფული ხომ აქვს მერს და გუბერნატორს, გამოწკეპილი რომ დადიან?! სწორედ ამიტომ მივიყენე თვითდაზიანებები-" აცხადებს სოციალურად დაუცველი.

ადგილზე პოლიციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი