თბილისსა და რეგიონების ნაწილში შუქი დღესაც ჩაქრება | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

 თბილისსა და რეგიონების ნაწილს 30 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება,. ინფორმაციას კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს, მიზეზად კი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებას ასახელებს.

შუქი არ იქნება:

  • გლდანსა და სოფელ გლდანში, ზემო ავჭალაში ასათიანის, მეგობრობის, თბილისის, ავჭალის მასივის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 16:00 საათამდე.
     
  •  დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭოპორტი, ნოკორნა, წითურები, ლაფანაანთკარი, ბულაჩაური, კოშკასყელი და მიმდებარე სოფლებში, მისაქციელში, 11:00-დან 14:00 საათამდე.
     
  • მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, ბურიანი, ბიწმენდი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ახალსოფელი, არაშენდა, ჯიღაურა და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 15:00 საათამდე.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი