29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ აქციაზე მონაწილეობისთვის დაკავებული სამი პირიდან ორს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, ხოლო ერთს პოლიციელებზე თავდასხმასა და ძალადობას.
ძალადობაში ბრალდებული ახალციხეში მცხოვრები სტეფანე გიკოშვილია. გიკოშვილთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დილით მივიდნენ და ოჯახის ინფორმაციით, მოტყუებით დააკავეს. მათივე თქმით, პოლიციამ დააკავა გიკოშვილის მეზობელიც, რომელიც მის დახმარებას ცდილობდა.
მოგვიანებით, ახსნა-განმარტების მისაღებად პოლიციაში სტეფანე გიკოშვილის შვილი მივიდა, თუმცა პოლიციელებმა ისიც დააკავეს.
ოჯახის წევრების თქმით, სტეფანე გიკოშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, ვინაიდან ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მონაწილეობას იღებდა.
"მოტყუებით გაიყვანეს გარეთ და ჩატენეს მანქანაში. ვეწინააღმდეგებოდით იმიტომ, რომ არასამართლიანი იყო. თუ აპატიმრებ განჩინება უნდა ჩაგვაბარო, წარმოადგინო ბრალი და იმის საფუძველზე დააპატიმრო, მაგრამ არაფერი არ ჩაგვაბარეს, შემოიჭრნენ და მთელი ოჯახი ააწიოკეს. არც ის გვითხრეს, სად გადაჰყავდათ. პოლიტიკურად აქტიურობის გამო დააპატიმრეს და ასე დევნიან",-თქვა გიკოშვილის ოჯახის წევრმა.
29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართული აქციის მონაწილეების დაკავენის შესახებ შსს- მ განცხადება გაავრცელა.