შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" დააჯარიმა. ინფორმაციას ბიზნესფორმულა ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 21-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს "ხიდმა" პირველ საკლუბო ღამეს უმასპინძლა, რის გამოც ის 10 000 ლარით დაჯარიმდა. ცნობილია ისიც, რომ ღონისძიებას მხოლოდ "მწვანე ბარათის" მქონე პირები ესწრებოდნენ.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს აზუსტებს.