"92%-ს უჭირს, დანარჩენი მთავრობაშია", "არაფერში მყოფნის პენსია, შვილი თუ არ დამეხმარა" | მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებაზე

გამოქვეყნდა:

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ფასების ზრდას საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობენ, მოვაჭრეები კი აღნიშნავენ, რომ მომხმარებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

"მე პენსია მაქვს და ასე ვცხოვრობ. არაფერში არ მყოფნის ეს პენსია, შვილი თუ არ დამეხმარა", - ამბობენ მოქალაქეები. 

"როგორ შეიძლება ასე გაძვირება, 20-თეთრიანი ღირს 2 ლარი. შემოსავალი რა მაქვს და თუ ვინმეს რამე აქვს გასაკეთებელი, თვეში ერთხელ, ან ორჯერ შეიძლება 5 თუმანი მომცეს, ამით ვირჩინო თავი?! საქართველოში 92%-ს უჭირს, დანარჩენი მაინც მთავრობაშია და მაგათ მაინც არ უჭირთ", - აღნიშნავენ მოქალაქეები.  

მათივე თქმით, ტოტალური უმუშევრობისა და დაბალი ხელფასის ფონზე, ცხოვრება კიდევ უფრო რთულდება: "ადრე რომ ვხარჯავდი, მრჩებოდა ფული ხილისთვის, ნამცხვრისთვის, ახლა აღარ მრჩება და აბა არ გაძვირდა?..."

"ჩემთვის ფაქტობრივად გაორმაგდა, ხელფასი იგივე მაქვს. აბა, ამ სიცივეში რომ ვდგევარ, ე.ი. თავი გამაქვს",- აღნიშნავენ მოქალაქეები.  

ამავე თემაზე:

წლიური ინფლაციის დონე 12.5%-ია - რამდენით გაძვირდა ცხოვრება ბოლო ერთ წელში?

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი