საიდუმლო ორგანიზაცია ბათუმში - ვინ და რა მიზნით აშენებს ქალაქს ქალაქში? 

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის მოქალაქე 18 წლის დამუ ჟაილაუბეკი მთავარ არხს სკანდალურ ინფორმაციას აწვდის. ბათუმში მოქმედებს ჯგუფი, რომელიც ქალაქის ცენტრში გეტოებს აშენებს და იქ უკანონო საქმიანობას ჩინელი მუშახელის დახმარებით ეწევა. საიდუმლო ორგანიზაციას, არაერთ სკანდალში გახვეული თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ხელმძღვანელობს.

სქემა ასე მოქმედებს: ორგანიზაციას ჩამოჰყავს ახალგაზრდები, პასპორტებს ართმევენ და აიძულებენ უკანონო საქმიანობაში ჩაერთონ. 

საიდუმლო ორგანიზაცია უკანონო საქმიანობას მსოფლიოს მასშტაბით ეწევა. ჯერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების პირად მონაცემებზე გადიან,  შემდეგ კი გარკვეული პროგრამის დახმარებით ანგარიშიდან დიდი ოდენობის თანხას იპარავენ.

სანამ ახალი შენობები აშენდება, ორგანიზაციამ, რომელსაც ძირითადად ჩინური მუშახელი ჰყავს დაქირავებული, ბათუმის ცენტრში მდებარე თითქმის ყველა სასტუმრო დაჯავშნა.

"მთავარი არხის" ექსპერიმენტმაც დაადასტურა, რომ ტურისტი ახლა ბათუმის ცენტრში სურვილის შემთხვევაში სასტუმროს ვერ იქირავებს.

სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიებზე დგას ინტერნეტის გამაძლიერებელი სისტემა. ფიშინგის გარდა, ბათუმში დაკავებულ სასტუმროებში ახლა ბიტკოინებს გამოიმუშავებენ.
ბათუმში ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საიდუმლო ორგანიზაცია ასე ღიად მოქმედებას ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერ შეძლებს. 

საიდუმლოა ვინ აშენებს ქალაქს ქალაქში, თუმცა პერიმეტრს გაძლიერებული დაცვა იცავს და არაერთი დაჯარიმების მიუხედავად აქ სამშენებლო სამუშაოები ისევ გრძელდება. "ქართული ოცნების"  საკრებულოს დეპუტატებიც ადასტურებენ რომ მშენებლობა უკანონოა და გამოძიება დაწყებული. 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ მშენებლობას კომპანია "მეტრო ატლას ჯორჯია" აწარმოებს, კომპანიის ნამდვილი მესაკუთრე გალიფ ოზთურქია. მას ხელისუფლებაში გავლენიანი მფარველები ჰყავს. ბათუმში იციან ისიც, რომ ოზთურქი, ახლო კავშირშია ირაკლი ღარიბაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან

ბათუმი რამდენიმე თვეა კრიმინალური გარჩევების კერად იქცა - უკანონო ორგანიზაციის მიერ ქალაქში ჩამოსახლებულ მიგრანტებს შორის დაპირისპირებაში ჩართული პოლიცია მომხდარ შემთხვევებს რეაგირების გარეშე ტოვებს. სასტუმროს მეპატრონეები კი იძულებული ხდებიან შენობა დაკეტონ. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი