"შეშფოთებულები ვართ დარბაზის მშენებლობის ტემპით" - FIBA-ს დირექტორი საქართველოშია 

გამოქვეყნდა:

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საქართველოში ევრობასკეტისთვის გამიზნული დარბაზის მშენებლობის ტემპით შეშფოთებული არიან. დარბაზს თებერვლის სანაკრებო მატჩისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა კამილ ნოვაკი ამბობს, რომ ეს უკვე არარეალურია.

FIBA-ს დელეგაცია საქართველოს 2-დღიანი ვიზიტით ეწვია. პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ მათ ევრობასკეტისთვის გამიზნული დარბაზის მშენებლობის პროცესიც მოინახულეს

"ჩვენ ახლახან გამოვედით პრემიერის ოფისიდან, სადაც დაგვარწმუნეს, რომ დარბაზის მშენებლობას მთავრობა სრულად უჭერს მხარს. სიმართლე რომ ითქვას, ამ ეტაპზე ჩვენ გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ დარბაზის მშენებლობის ტემპით. მე ბოლოს აქ 2021 წლის მარტი-აპრილში ვიყავი. ჩემი აზრით, ახლა საჭიროა დიდი ძალისხმევა კონსტრუქციის დასასრულებლად, მე ამის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ საჭიროა გადახურვის დასრულება და შემდეგ წინსვლა, რადგან დრო იწურება.

გვესმის, რომ თავდაპირველი გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ დარბაზს თებერვლის ფანჯრის სანაკრებო მატჩებისთვის უნდა ემასპინძლა, უკვე არარეალურია. ახალი მიზანი ივნისი-ივლისის ფანჯარაა, აქ ყველაფერი მზად უნდა იყოს, რათა თამაშები ჩატარდეს სატესტო ტურნირზე. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმის გათვალისწინებით, რაც ვნახე, დასრულებას და წინ წაწევას დიდი ძალისხმევა დასჭირდება",-თქვა კამილ ნოვაკიმ.

ევრობასკეტი 2021 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ის 1 წლით გადავადდა და 2022 წლის სექტემბერში ჩატარდება. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი