7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევუსრულე, რომლის დროსაც ფიზიკური განკურნებაც ხდება და ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. მისი თხოვნა იყო, რომ მე მას შევუსრულე საიდუმლოება. ახალი აღქმის 7 საიდუმლოება არსებობს და მე-6, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და 7-გზის ზეთსცხების რიტუალი შეასრულა.

როგორც მღვდელმთავარი ამბობს მესამე პრეზიდენტი მას დღეს, იმაზე უფრო დასუსტებული ეჩვენა, ვიდრე რუსთავის ციხეში, შიმშილობის დროს მონახულებისას:

"მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით რაც პირველად ვნახე ჯერ, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 40 დღე იყო შიმშილობის გასული, მაშინ უფრო მომეჩვენა ფიზიკურად უკეთესად" ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

რაც შეეხება საპატრიარქოს კრიტიკას, რომელიც მოჰყა მეუფე ნიკოლოზის ვიზიტებს მესამე პრეზიდენტთან, ამაზე მღვდელმთავარი განმარტავს, რომ კრიტიკა მოჰყვა მის კომენტარებს და არა ვიზიტს - "მე გავაკეთე საქმე, შვიდჯერ ვაცხე ზეთი, ყოველგვარი კომენტარების გარეშე...კრიტიკას ვუპასუხე, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი და კომენტარს არ ვაკეთებ" ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

"რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. აღსარება თქვა და ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი, ახალი აღქმის შვიდი საიდუმლოდან ექვსი მასზე შესრულებულია და მეშვიდე ჯერ კიდევ ადრეა.

მე გახლავართ მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ ჩემს სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევის აღება, არ შედის ჩემს მოვალეობაში. მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანახმე მისი ზიარება და რადგან მივიღე უფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს სხვა წესების შესრულების უფლებაც" - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი