დისკრიმინაციული, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება - Myway Airlines-ის იურისტი ლიცენზიის შეჩერებაზე

გამოქვეყნდა:

ავიაკომპანიას Myway Airlines, რომელსაც მთავრობამ ლიცენზია შეუჩერა, 120 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია 3 ბოინგს ფლობს და საქართველოს ბიუჯეტში 8 მილიონი ლარი შეაქვს. 

კომპანიის იურისტი ამბობს, რომ სააგენტო კომპანიას წილების არაპროპორციულად გადანაწილებაზე მიუთითებდა. მისი თქმით, ხარვეზი ავიაკომპანიამ 2 კვირაში გაასწორა, თუმცა სააგენტომ ლიცენზია მაინც არ აღუდგინა. 

Myway Airlines-ის იურისტი აღნიშნავს, რომ თუ კომპანიას ლიცენზია არ აღუდგებათ, საავიაციო ბაზარზე მხოლოდ ერთი მსხვილი კომპანია დარჩება, რაც მისი თქმით მონოპოლიის მცდელობის ეჭვებს აჩენს. 

"თუ სააგენტო მაინც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ გაუუქმებს მოწმობას კომპანიას, ეს იქნება ძალიან უსამართლო, დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მხარდაჭერა ბიზნესმა უნდა იგრძნოს რეალურად და ეს Myway Airlines-ის შემთხვევაში ასე ნამდვილად არ იქნება, თუ სააგენტო გაუჩერებს გადაზიდვა-გადაყვანის ნებართვას კომპანიას, კომპანიისთვის ეს ნიშნავს გაკოტრებას",- ამბობს იურისტი.

Myway Airlines-ის იურისტი აღნიშნავს, რომ თუ კომპანიას ლიცენზია არ აღუდგებათ, საავიაციო ბაზარზე მხოლოდ ერთი მსხვილი კომპანია დარჩება, რაც მისი თქმით მონოპოლიის მცდელობის ეჭვებს აჩენს.

კომპანიის წარმომადგენლები სააგენტოს ლიცენზიის აღდგენისთვის გონივრულ ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპირებენ, რომ სასამართლოს მიმართონ. 

ავტორი: ნინო გიგაური.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი