"სკოლაში ლენინის ბიოგრაფიას გვაზეპირებინებდნენ და იგივე მეორდება" | უდუმაშვილი ივანიშვილის ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანაზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის თანამედროვე ისტორიის გადაწერის პირდაპირი მცდელობა" - ასე ეხმაურება განათლების სამინისტროს მიერ ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილისთვის დათმობილ პარაგრაფს ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

ამბობს, რომ "ოცნების" ქმედებები მიზნად ისახავს მომავალ თაობებში ვარდების რევოლუციის მნიშვნელობის დაკნინებას და პარალელურად ივანიშვილის განდიდებას. 

ეს არის თანამედროვე ისტორიის გადაწერის პირდაპირი მცდელობა, მცდელობაა "ქართული ოცნების", რომ დააკნინონ ვარდების რევოლუციის მნიშვნელობა, სხვანაირად მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეებს და სამაგიეროდ განადიდონ ბიძინა ივანიშვილი. მე იმ პერიოდში ვსწავლობდი სკოლაში, როდესაც ლენინის ბიოგრაფიას გვაზეპირებინებდნენ და ზუსტად იგივე მეორდება ახლა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, არ მიკვირს, არ მიკვირს განსაკუთრებით განათლების მინისტრისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს, - ამბობს უდუმაშვილი. 

ცნობისთვის, "დიდი ქველმოქმედი და მეცენატი" - ასეა მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში. ქვეყნის არაფორმალურ მმართველს საჩუქარი განათლების სამინისტრომ გაუკეთა და სკოლის წიგნში მას ერთი პარაგრაფი დაუთმო.  

გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელის დავალებით, ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოში ცვლილებას დაექვემდებარა ვარდების რევოლუციის პერიოდიც. ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი მეტწილად ნეგატიურ კონტექსტში არის წარმოდგენილი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი