გორის ვიცე მერი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და მის მომხრეებს სოციალური ქსელის საშუალებით აგინებს და მასთან მეგობრობის გაწყვეტისკენ მოუწოდებს. უცენზურო სიტყვების შემცველი მიმართვა პაკო ივანიშვილმა მოგვიანებით წაშალა. ის ამბობს, რომ პოსტი თვითონ არ დაუწერია და "ფეისბუქი" გაუტეხეს.
ეს რა დროს არის დაწერილი არც ვიცი, მე რამდენჯერმე გამიტეხეს და ჩემი პოსტი არ არის - ამბობს ივანიშვილი "მთავართან"
საწინააღმდეგოს ამტკიცებს ოპოზიცია. მათი თქმით, ივანიშვილის მხრიდან მსგავსი საქციელი პირველი არ არის და ქალაქის ვიცე მერი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეების მიმართ აგრესიით გამოირჩევა.
გარდა ამისა, ოპონენტები ამბობენ, პაკო ივანიშვილი მთვრალ მდგომარეობაში კონტროლს ხშირად კარგავს და ეს პოსტიც სავარაუდოდ ამ დროს აქვს დაწერილი:
აღნიშნული სტატუსი მან ჩვენი ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში დაწერა, ერთ ერთი წვეულების შემდეგ. მეორე დღეს, როცა გამოფხიზლდა თავისივე ხელით წაშალა - ამბობს ბადრი ბასიშვილი
გორიც ვიცე მერი არ არის ერთადერთი მაღალჩინოსანი შიდა ქართლის რეგიონში, რომელიც განსახვავებულ აზრს დევნის. მსგავსი ქმედება რამდენიმე დღის წინ ქარელის მერმაც ჩაიდინა, როდესაც სოფელ რუისის მოსახლეობას დედა აგინა. მოსახლეობამ ამის გამო შსს-ს მიმართა და ქარელის მერის მიმართ პასუხისმეგბლობის დაყენება მოითხოვა.