"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?" - ახალგაზრდების პერფორმანსი ბათუმის მერიასთან 

გამოქვეყნდა:

"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?"  - საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა დღეს ბათუმის მერიასთან აქცია- პერფორმანსი გამართეს და ახალ მერს მიმართეს.

 ახალგაზრდებმა ქალაქის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობასთან ბათუმში არსებული 15-მდე ავარიული სახლის ფოტოები მიიტანეს და სიმბოლური გამოფენა მოაწყეს. თუმცა ამბობენ, რომ დაზიანებული და საფრთხისშემცველი სახლების რაოდენობა გაცილებით მეტია, დაახლოებით 3 ათასამდე.

მათი თქმით, ამ სახლებში ცხოვრება შეუძლებელია და ამიტომ მერიისგან მათ შესწავლას და დასკვნის მომზადებას მოითხოვენ, საჭიროების შემთხვევაში კი შენობების რეაბილიტაციას.

მათ დღეს მერიაში  მოსახლეობის ხელმოწერებით განცხადებები დატოვეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი