კურორტ გოდერძიზე, მოვაჭრეებს ჯიხურები დაუნგრიეს - ადგილობრივები ხულოს ახალ მერს ადებენ ხელს

გამოქვეყნდა:

მაღალმთიან კურორტ გოდერძიზე, მოვაჭრეებს ჯიხურები დღეს დილით დამტვრეული დახვდათ. ადგილობრივების განმარტებით, დილის 5 საათზე, მაშინ როცა ადგილზე არავინ იმყოფებოდა  სამართალდამცავები ჯიხურები დაანგრიეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ვანდალურ ფაქტში ხულოს ახალარჩეული მერი, ვახტანგ ბერიძე მონაწილეობდა.

ხულოს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ზამთრის სეზონზე მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობა იყო, ხელისუფლებამ კი ესეც გაუნადგურა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი