"შეიძლება, იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ" - კალაძე

გამოქვეყნდა:

მეგის ქარდავას და თემურ უბირიას თანაგუნდელები ჩვენ გვეძახით მწამებლებს. აი, ის ხალხი, ვინც ამტკიცებთ, რომ თქვენს ბელადს, სააკაშვილს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია თურმე და ციხეში ტყუილად ზის. ის სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას პიარს ეძახის და რომელიც უტიფრად აცხადებს, რომ არა ათასობით მის ციხეში ნაწამები ადამიანი, არამედ თვითონ არის წამების მსხვერპლი, საწყალი, რადგან საკანში ჯდომა არ შეუძლია და ეს თურმე მას თრგუნავს. ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ და როგორც ჩანს, ასეთებად დარჩებით ყოველთვის. ეს ხალხი ითხოვთ ჩვენგან, ვიყოთ იდეალურები. ძალიან მარტივად გიპასუხებთ - დიახ, ჩვენ შეიძლება, იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი