ავარია კახეთში | დაიღუპა 35 წლამდე კაცი

გამოქვეყნდა:

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, "შევროლეტის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანის მძღოლი, 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი